თბილისში, ყაზბეგის გამზირზე, ერთ-ერთ აფთიაქში ინციდენტთან დაკავშირებით პოლიციამ ერთი პირი დააკავა
თბილისში, ყაზბეგის გამზირზე, ერთ-ერთ აფთიაქში ინციდენტთან დაკავშირებით პოლიციამ ერთი პირი დააკავა

საპატრულო პოლიციამ სავარაუდოდ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე გამოძიება დაიწყო, დაკავებულია ერთი პირი, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს.

საუბარია თბილისში, ყაზბეგის გამზირზე, ერთ-ერთ აფთიაქში მომხდარ ინციდენტზე.

გავრცელებული ინფორმაციით, აფთიაქში ორი პირი შევიდა, რომელთაც ხელში იარაღის მსგავსი ნივთი ჰქონდათ. შსს-ში აცხადებენ, რომ აფთიაქის თანამშრომლებმა პრევენციის მიზნით პოლიცია გამოიძახეს. პოლიციამ ორივე პირი ადგილზევე შეაჩერა. ორი პირიდან ერთი არასრულწლოვანია, ხოლო მეორე 20 წლამდე ასაკისაა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მათგან ამოღებულ სავარაუდოდ იარაღზე დანიშნულია ექსპერტიზა.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა ვლადიმერ წითლაურმა ყაზბეგის გამზირზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვებს ადგილზე უპასუხა. მისი განცხადებით, ბრალდებულის სახით ერთი პირია დაკავებული.

„ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე-მეოთხე ნაწილებით დაკავებულია ერთი პირი ბრალდებულის სახით, სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვის ფაქტზე, რაზეც დაინიშნება ექსპერტიზა, ჩატარდება საგამოძიებო მოქმედებები და შემდეგ მიეცემა საქმეს მსვლელობა. აფთიაქში ორი პირი შევიდა, აქედან ერთი პირია ბრალდებულის სახით დაკავებული. ერთი არასრულწლოვანია“, – განაცხადა ვლადიმერ წითლაურმა.

დატოვე კომენტარი