თბილისში უეფა-ს ყველაზე პრესტიჟული სამწვრთნელო კურსები ჩატარდა #1TVSPORT
თბილისში უეფა-ს ყველაზე პრესტიჟული სამწვრთნელო კურსები ჩატარდა #1TVSPORT

თბილისში უეფა-ს მწვრთნელთა განათლების Pro ლიცენზიის კურსის მეათე მოდული გაიმართა, რომლის ორგანიზატორი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტი იყო.

მოდულის მსვლელობისას Pro-ლიცენზიის მაძიებელმა მწვრთნელებმა რამდენიმე პრეზენტაცია წარმოადგინეს და მონაწილეობა მიიღეს პრაქტიკულ და სავარჯიშო სესიებში. გარდა ამისა, მწვრთნელებმა მიიღეს ინფორმაცია შემდეგი თემების შესახებ – რონდო, კონტრშეტევა. მოდულს უეფა-ს Jira Panel-ის წევრი, გენადი სკურტული ესწრებოდა.

PRO-ლიცენზიის მიმდინარე კურსზე 15 მწვრთნელი ირიცხება. მათ შორის არიან ეროვნულ ლიგების კლუბების, სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრებებისა და საფეხბურთო აკადემიების მწვრთნელები – გაგა კირკიტაძე, რევაზ გოცირიძე, ვალერი გაგუა, ლაშა ფირცხალაიშვილი, დავით გვარამაძე, ზვიად ჯელაძე, ლექსო ინწკირველი, ლევან ბაჯელიძე, მიხეილ აშვეთია, დავით კვირკველია, ბახვა ამბიძე

უეფა-ს ეგიდით მიმდინარე PRO-ლიცენზიის მიმდინარე კურსი 2021 წლის მარტში დაიწყო და წლის ბოლომდე დასრულდება. ამ ლიცენზიის მქონე მწვრთნელებს ექნებათ უფლება, უეფა-ს იურისდიქციაში ნებისმიერ დონეზე იმუშაონ, ლიცენზიის გარეშე კი მაღალ დონეზე მუშაობა შეუძლებელია.