თბილისში უეფა-ს სამწვრთნელო კურსი დასრულდა #1TVSPORT
თბილისში უეფა-ს სამწვრთნელო კურსი დასრულდა #1TVSPORT

თბილისმა მნიშვნელოვან სამწვრთნელო კურსს უმასპინძლა – 16-დან 18 იანვრის ჩათვლით უეფა-ს მწვრთნელთა განათლების A ლიცენზიის კურსის მეოთხე მოდული გაიმართა, რომლის ორგანიზატორი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტი იყო.

მოდულის მიმდინარეობისას, კურსის მსმენელებმა ინფორმაცია შემდეგი თემების შესახებ მიიღეს: თამაშის მართვა, პოზიტიური გადასვლა, ლიდერობა. კურსის თეორიული ნაწილი „დავით პეტრიაშვილი არენაზე“ გაიმართა, ხოლო პრაქტიკულ ნაწილს სფფ-ის დიდი დიღმის საფეხბურთო ცენტრმა უმასპინძლა.

უეფა-ს მწვრთნელთა განათლების A ლიცენზიის კურსი ექვსი მოდულისგან შედგება. სასწავლო პროგრამის დასრულების შემდეგ, გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, მსმენელებს უეფა-ს საერთაშორისო კატეგორიის ლიცენზია გადაეცემათ. A ლიცენზიის კურსზე 20 მონაწილე ირიცხება.

უეფა-ს მწვრთნელთა განათლების A ლიცენზიის კურსი სრულ შესაბამისობაშია უეფა-ს მწვრთნელთა განათლების კონვენციასთან. ლიცენზიის მფლობელები ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში მუშაობის უფლებას მიიღებენ.