თბილისში, ორხევის დასახლებაში მამაკაცი დაჭრეს

00:10, 26.08.2020

თბილისში, ორხევის დასახლებაში მამაკაცი დაჭრეს. ჭრილობა მას ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

საქართველოს პირველ არხს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, რომ შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა და ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

მსგავსი