თბილისში ნეიმარის ტურნირის შესარჩევი ეტაპი გაიმართება #1TVSPORT
თბილისში ნეიმარის ტურნირის შესარჩევი ეტაპი გაიმართება #1TVSPORT

28 ოქტომბერს, 19:00 საათზე Red Bull Neymar Jr’s Five-ის თბილისის შესარჩევმა აიღო სტარტი. შესარჩევი თამაშები თბილისში 30 ოქტომბერს დასრულდება. 10 საუკეთესო გუნდი თბილისიდან Red Bull Neymar Jr’s Five-ის საქართველოს შესარჩევის ფინალში 31 ოქტომბერს ითამაშებს.

შესარჩევი თამაშები უკვე გაიმართა ქუთაიისსა და ბათუმში. „გეგუთი“ ქუთაისიდან და Good Fellas-ს ბათუმიდან 31 ოქტომბერს, თბილისში, Red Bull Neymar Jr’s Five-ის საერთაშორისო ფინალის საგზურისთვის იბრძოლებენ.

Red Bull Neymar Jr’s Five-ის საქართველოს შესარჩევის ფინალი 31 ოქტომბერს, ე.წ. მარაკანას მოედანზე 12:00 საათიდან დაიწყება.

წელს ჩემპიონატის ფინალი ბრაზილიის ნაცვლად კატარში ჩატარდება. მონაწილეები სწორედ იქ შეხვდებიან ნეიმარ ჯუნიორს. ყველაზე იღბლიან ორ გუნდს  (შერეული და მხოლოდ ქალთა გუნდი) მასთან თამაშის შანსიც ექნება. თავის მხრივ, ნეიმარიც ემზადება ამ მნიშვნელოვანი დღისთვის და თავის გუნდს საუკეთესო ფეხბურთელებით აკომპლექტებს.