თბილისში მოზარდ მოფარიკავეთა შორის ღია ტურნირი დაიწყო
თბილისში მოზარდ მოფარიკავეთა შორის ღია ტურნირი დაიწყო

ოლიმპიური ჩემპიონის, ნუგზარ ასათიანის სახელობის ფარიკაობის დარბაზში, თბილისის ფარიკაობის ფედერაციის ორგანიზებით, დღეს მოზარდ მოფარიკავეთა შორის „თბილისის თასის“ ღია ტურნირი დაიწყო.

შეჯიბრების პირველ დღეს ჩემპიონები და პრიზიორები ხმლით მოფარიკავეთა შორის გამოვლინდნენ.

გოგონები, ხმალი, უმცროსი ასაკი (2005-2007 წლებში დაბადებული მოზარდები)

1.მარი კაკოიშვილი (ქუთაისი), 2. ლიზი ბაციაშვილი (თბილისი), 3. მეგი ალფაიძე (თბილისი), 3. ანი მაისურაძე (თბილისი)

ბიჭები, ხმალი, უმცროსი ასაკი (2005-2007 წლებში დაბადებული მოზარდები)

1.გურამ რეხვიაშვილი (თბილისი), 2. ლევან აბუაშვილი (თბილისი), 3. მერაბ ლეჟავა (ქუთაისი), 3. ალექსანდრე თავართქილაძე (თბილისი)

გოგონები, ხმალი, უფროსი ასაკი (2003-2004 წლებში დაბადებული მოზარდები)

1.სალომე გოგუა, 2. კატო არჩვაძე, 3. ლიზი ბაციაშვილი, 3. მარი კაკოიშვილი

ბიჭები, ხმალი, უფროსი ასაკი (2003-2004 წლებში დაბადებული მოზარდები)

1.ალექსანდრე ხორხომელიძე, 2. ლუკა კუჭუხიძე, 3. ზურა ჯანელიძე, 3. გურამ რეხვიაშვილი

ხვალ, „თბილისის თასზე“ ჩემპიონებსა და პრიზიორებს, რაპირით მოფარიკავეები გამოავლენენ. შეჯიბრი 10:00 საათზე დაიწყება.