თბილისში მკვლელობის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო
თბილისში მკვლელობის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო

თბილისში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 109-ე, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს.

თბილისში მკვლელობა რამდენიმე საათის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, გლდანი-ნაძალადევის რაიონში, სანზონაში არასრულწლოვანი მოკლეს. მკვლელობას კი, შელაპარაკება უძღვოდა წინ.

მომხდართან დაკავშირებული სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.