თბილისში მიმდინარე მსოფლიო თასზე აჰმად რაზმაზარმა ოქროს მედალი მოიპოვა | პარაწოლჭიმი #1TVSPORT
თბილისში მიმდინარე მსოფლიო თასზე აჰმად რაზმაზარმა ოქროს მედალი მოიპოვა | პარაწოლჭიმი #1TVSPORT

პარაწოლჭიმში, თბილისი 2021-ის მსოფლიო თასის გათამაშებაზე, ჩვენმა პარასპორტსმენმა აჰმად რაზმაზარმა მინუს 80კგ. წონით კატეგორიაში 194 კგ. დაძლია და ოქროს მფლობელი გახდა. მეორე ადგილზე ბერძენი, მესამეზე კი ბრაზილიელი პარასპორტსმენი გავიდა.

მიმდინარე ტურნირი წარმატებული აღმოჩნდა საქართველოს პარაწოლჭიმის ნაკრები გუნდისთვის, რომლის ანგარიშზე – ერთი ოქროს, ორი ვერცხლისა და ოთხი ბრინჯაოს მედალია.

 

ვერცხლის მედლების მფლობელები

72 კგ. – შოთა ომარაშვილი

73კგ. – ნინო საბაშვილი

 

ბრინჯაოს მედლების მფლობელები

65კგ. – თემო დადიანი

61კგ. – ნათია გამიდოვა

+107კგ. – გიორგი ლაცაბიძე

-107კგ. – აკაკი ჯინჭარაძე

პარაწოლჭიმში, თბილისის მსოფლიო თასის გათამაშება ტოკიოს პარაოლიმპიური თამაშების წინასაკვალიფიკაციო ტურნირია, რომელიც დღეს, 23 მაისს დასრულდება.

დატოვე კომენტარი