თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე სავარაუდოდ ერთი ადამიანი დაიჭრა
თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე სავარაუდოდ ერთი ადამიანი დაიჭრა

თბილისში, 51-სკოლასთან სავარაუდოდ ერთი ადამიანი დაიჭრა, რომელსაც, არსებული ინფორმაციით, პირველ კლინიკურ საავადმყოფოში ოპერაცია უტარდება. როგორც პირველი არხის კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, ის ფეხშია დაჭრილი.

თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე, 51-ე სკოლასთან რამდენიმე საათის წინ სროლა იყო.

როგორც შსს-ში აცხადებენ, ვერაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.