თბილისში ფარიკაობაში მსოფლიო თასი დაიწყო #1TVSPORT
თბილისში ფარიკაობაში მსოფლიო თასი დაიწყო #1TVSPORT

თბილისის სპორტის სასახლეში რაპირით ფარიკაობაში მსოფლიო თასის პირველი დღე დასრულდა. პლანეტის საუკეთესო ქალ რაპირით მოფარიკავეებთან ერთად პირველად იასპარეზეს ქართველმა გოგონებმა, რომელთა ასაკი 14-18 წელი გახლდათ. ანასტასია ასათიანმა, ელენე ბორჩხაძემ, ნინი დემირმა, მარიამ ელიავამ, ნინო გუდამათიაშვილმა, მარიამ მეგრელიშვილმა, მარიამ მჭედლიძემ, ანა სანოძემ, ლიზა თაყაიშვილმა და ელენე თურმანიძემ ჯგუფური ეტაპი ვერ გადალახეს.

ხვალ, 10:00 საათიდან სპორტის სასახლეში მსოფლიო თასის ძირითადი ეტაპის შეხვედრები გაიმართება, ზეგ კი გუნდური პირველობაა, მსოფლიო თასზე საქართველოს ქალ რაპირით მოფარიკავეთა ნაკრები ისტორიაში პირველად იასპარეზებს.