თბილისში ბოლო დროის ყველაზე მნიშვნელოვანი საკრივო შოუ გაიმართება
თბილისში ბოლო დროის ყველაზე მნიშვნელოვანი საკრივო შოუ გაიმართება

26 იანვარს თბილისში, ვერის კალათბურთის დარბაზში ბოლო დროის ყველაზე მნიშვნელოვანი საკრივო შოუ გაიმართება.

საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირისა და Boxing Group promotion_ის ორგანიზებულ ღონისძიებაზე ქართველი მსოფლიოს ჩემპიონი WBF ვერსიით 69 კგ წონით კატეგორიაში ლაშა გურგულიანი მსოფლიოს ჩემპიონის ქამარს მექსიკელი ედგარ ორტეგას წინააღმდეგ 12 რაუნდიან ბრძოლაში დაიცავს. 29 წლის მექსიკელი ლათინური ამერიკის ქვეყნების WBO ვერსიით ყოფილი ჩემპიონია.

შეგახსენებთ, რომ ლაშა გურგულიანმა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული 2019 წლის მაისში ეგვიპტის დედაქალაქ ქაიროში გამართულ ბრძოლაში ადგილობრივების ფავორიტის, ანდრეას ვალავანისის ბრწყინვალე ძლევის შედეგად დაისაკუთრა.

დღის მთავარი სატიტულო ბრძოლის გარდა გაიმართება 12 სარეიტინგო ორთაბრძოლაც, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან საუკეთესო მოკრივეები მიიღებენ. დასაწყისი 16.00 საათზე.

25 იანვარს კი 16:00 საათზე, სასტუმრო „კოსტეში“ მოკრივეთა სამედიცინო შემოწმება შედგება, ხოლო 17:00 საათზე ოფიციალური აწონვები და სატიტულო ბრძოლის წინა პრესკონფერენცია გაიმართება, რომელშიც მოკრივეების, ლაშა გურგულიანის, მისი მექსიკელი მეტოქის ედგარ ორტეგას და მათი მწვრთნელების გარდა, მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირის პრეზიდენტი გიორგი კანდელაკი და მსოფლიო კრივის ფედერაციის (WBF) პრეზიდენტი ჰოვარდ გოლდბერგი.

კრივის საღამოზე გულშემატკივრების დასწრება თავისუფალია.

მსოფლიოს ჩემპიონის ქამრისთვის ბრძოლის გარდა სარეიტინგო ორთაბრძოლებს ჩაატარებენ შემდეგი მოკრივეები:

1. სერგოაგამიროვი (თბილისი) – კახაავეტისიანი (ბორჯომი)

2. გიორგი ბლიაძე (ბორჯომი) – შალვაგუჩმაზოვი (გურჯაანი)

3. კონსტანტინეხვისტანი (ქუთაისი) (დებ) – ნოდარკუტიბაშვილი (სიღნაღი)

4. ზურამექერიშვილი (გურჯაანი) – თამაზიზორია( ზუგდიდი)

5. უმეკაშვილიგიორგი (თბილისი) – გიორგიგუჯეჯიანი (მარნეული)

6. აბულაძემამუკა (ვარიანი) (დებ) – დავით ბიძინაშვილი (გორი)

7. ოდიკაძეაჩიკო(ვარიანი) – შარიაშვილიირაკლი (რუსთავი)

8. იაგო კიზირია (ფოთი) – ლადოგაბისონია (ზუგდიდი)

9. ედგარსარქისიანი (თბილისი) – დათოშერვაშიძე (ბათუმი)

10. დათო ნანავა (ფოთი) – მალხაზ თათრიშვილი (გორი)

11. ნინოკოპაძე (ბათუმი) – ლილიჯუმალი (ქუთაისი) (დებ)