თბილისში ბადმინტონის ტურნირი დასრულდა
თბილისში ბადმინტონის ტურნირი დასრულდა

2018 წლის 1-2 დეკემბერს, თბილისში, ბადმინტონში გიორგი ენუქიძის სახელობის ღია ჩემპიონატი ჩატარდა, რომელშიც სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. თბილისის ოთხი გუნდის, კახეთის, იმერეთისა და აჭარის რეგიონის სპორტსმენების რაოდენობა, საბოლოოდ ჯამში სამოცამდე იყო.

ტურნირი აჭარელი სპორტსმენების ტრიუმფით დასრულდა, მედლების უმეტესი ნაწილიც სწორედ ამ რეგიონში წავიდა. ტურნირის ყველაზე პერსპექტიული მოთამაშის ტიტული ბათუმის სასულიერო გიმნაზიის მეხუთე კლასის მოსწავლეს, ანა იაკობაძეს ერგო, რომელიც ფედერაციის პრეზიდენტმა პირადად დააჯილდოვა.

საქართველოს ბადმინტონის ფედერაცია, მსგავსი ტურნირების ჩატარებას მომავალშიც გეგმავს.