თბილისში, არაყიშვილის ქუჩაზე სროლა იყო
თბილისში, არაყიშვილის ქუჩაზე სროლა იყო

თბილისში, არაყიშვილის ქუჩაზე პოლიციაა მობილიზებული.

თვითმხილველების ცნობით, დაახლოებით ხუთის ნახევარზე თხუთმეტამდე გასროლის ხმა გაიგეს. მათივე ინფორმაციით, დაინახეს ორი პირი, რომლებიც ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით გაიქცნენ.

ასევე, თვითმხილველების ცნობით, შემთხვევის შედეგად დაიჭრა ორი ადამიანი.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება ორი მუხლით დაიწყო – სსკ-ის 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს და სსკ-ის 118-ე მუხლით – რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.