თბილისში ახალი საფეხბურთო ტურნირი იწყება - „ბენდელაზე“„ვალენსია“ „შახტარს“ დაუპირისპირდება #1TVSPORT
თბილისში ახალი საფეხბურთო ტურნირი იწყება - „ბენდელაზე“„ვალენსია“ „შახტარს“ დაუპირისპირდება #1TVSPORT

დღეს, „ბენდელას“ სტადიონზე საერთაშორისო ტურნირი იწყება, რომლის ორგანიზატორი საფეხბურთო კლუბი „საბურთალოა“.

გახსნით მატჩში ერთმანეთს „ვალენსია“ და დონეცკის „შახტარი“ დაუპირისპირდებიან. შეხვედრა 12:00 საათზე დაიწყება.

ახალი ტურნირი 31 ოქტომბრამდე გაგრძელდება და მასში 2008 წელს დაბადებული ფეხბურთელები ითამაშებენ. მთავარი პრიზისთვის 7 ქვეყნის 8 გუნდი იბრძოლებს:

ესპანური „ვალენსია“, უკრაინული დონეცკის „შახტარი“, თურქული „ტრაბზონსპორი“, „ბარსას აკადემიას“ არაბული ფილიალი, ყაზახური აქტაუსკასპიი“, უზბეკური „ბუნიოდკორი“ და „საბურთალოს“ აკადემიის ორი გუნდი.

მატჩები გაიმართება „ბენდელას“ მოედანზე, რომელსაც აგვისტოდან კაპიტალური რემონტი ჩაუტარდა და განახლდა საფარი, გასახდელები და სათავსოები. ყველა მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს „საბურთალოს“ Youtube არხი შემოგთავაზებთ.

ტურნირის მხარდამჭერია სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი.