თბილისობასთან დაკავშირებით, ძალოსნებმა დედაენის ბაღში მასტერკლასი ჩაატარეს [ფოტო]
თბილისობასთან დაკავშირებით, ძალოსნებმა დედაენის ბაღში მასტერკლასი ჩაატარეს [ფოტო]

დედაენის ბაღში „თბილისობა 2018“-ის ფარგლებში სპორტული ღონისძიებები გაიმართა, სადაც თბილისის მერიისგან გამოყოფილ ადგილზე, საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის მიერ მოწყობილ ფიცარნაგზე, სპორტის ამ სახეობით დაინტერესებულ გულშემატკივრებს, ძალოსნებმა მასტერკლასი და საჩვენებელი გამოსვლები ჩაუტარეს.

ღონისძიებაზე სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრების წარმომადგენლები და ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონ-პრიზიორებიც იმყოფებოდნენ, რომლებიც გულშემატკივრებთან შესახვედრად დუშეთიდან სპეციალურად ჩამოვიდნენ, სადაც მოახლოვებული ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებისთვის ემზადებიან.

ძალოსნობის გულშემატკივრებმა სპორტსმენებთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს და ჩემპიონატებზე წარმატება უსურვეს.

 

წყარო: საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია