თბილისმა სამბოში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის არჩილ ჩოხელის სახელობის საერთაშორისო მემორიალურ ტურნირს უმასპინძლა
თბილისმა სამბოში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის არჩილ ჩოხელის სახელობის საერთაშორისო მემორიალურ ტურნირს უმასპინძლა

შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს აკადემიაში სამბოში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის, არჩილ ჩოხელის სახელობის საერთაშორისო მემორიალური ტურნირი გაიმართა.

საერთაშორისო ტურნირში სხვადასხვა ქვეყნის სპორტსმენებმა 9 წონით კატეგორიაში მიიღეს მონაწილეობა. პირველ დღეს მედლებისთვის 52, 62, 74, 90 და +100 კატეგორიის სპორტსმენებმა, ხოლო დასკვნით დღეს 57, 68, 82, და 100 კატეგორიის სამბისტებმა იბრძოლეს. 

აღსანიშნავია, ისიც რომ არჩილ ჩოხელის სახელობის ტურნირზე 74 კგ. წონით კატეგორიაში მოჭიდავე სამბისტი ლევან ნახუცრიშვილი ჩემპიონის ოქროს მედალთან ერთად, სპეციალურ პრიზსაც დაეუფლა და საჩუქრად ბინა გადაეცა.

საქართველოს სამბისტთა ეროვნული გუნდის წევრებმა არჩილ ჩოხელის სახელობის საერთაშორისო მემორიალურ გათამაშებაზე სულ 14 სხვადასხვა სინჯის, მათგან 4 ოქროს, 6 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.