თბილისმა ნიჩბოსნობის ტურნირს, DRAGON BOAT CUP TBILISI-ს უმასპინძლა #1TVSPORT

14:31, 20.09.2026

თბილისის ზღვაზე პირველად გაიმართა DRAGON BOAT CUP TBILISI-ის გათამაშება. ეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გუნდური სახეობაა და შეჯიბრებებში ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი მონაწილეობს.

თბილისის თასზე 10 გუნდი და 200-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა. სამომავლოდ, შეჯიბრების ორგანიზატორები საერთაშორისო სტატუსის მოპოვებას გეგმავენ.

ღონისძიების მიზანი საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების რუკაზე თბილისის დამკვიდრება, ასევე, სპორტული ტურიზმისა და საერთაშორისო პარტნიორობის განვითარების ხელშეწყობაა.

DRAGON BOAT CUP TBILISI-ის ორგანიზატორი თბილისის კანოესა და ნიჩბოსნობის ფედერაცია იყო, ხოლო მხარდამჭერები – თბილისის მერია და სპორტის ამ სახეობის ეროვნული ფედერაცია.

მსგავსი