თბილისიში ოფიციალური ვიზიტით ევროპის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ნილს ნიგაარდი იმყოფება #1TVSPORT
თბილისიში ოფიციალური ვიზიტით ევროპის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ნილს ნიგაარდი იმყოფება #1TVSPORT

თბილისს ოფიციალური ვიზიტით ევროპის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი ნილს ნიგაარდი ეწვია.

დანიელმა სტუმარმა დღეს საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტში შეხვედრა გამართა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ ლერი ხაბელოვთან. ნილს ნიგაარდის განცხადებით ისეთი პატარა ქვეყნები, როგორებიც საქართველო და დანია არიან, მნიშვნელოვან როლს ასრულებენ მსოფლიოს ოლიმპიურ ცხოვრებაში.

ხაბელოვმა და ნიგაარდმა მოახლოებულ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზეც ისაუბრეს. ნიგაარდის განცხადებით მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ წარმატებით უმასპინძლა 2015 წლის ზაფხულის ოლიმპიურ ფესტივალს და 2025 წელს უკვე ზამთრის ოლიმპიური ფესტივალის მასპინძელი იქნება.