თბილისის ზღვაზე ახალგაზრდა მამაკაცი მოკლული იპოვეს
თბილისის ზღვაზე ახალგაზრდა მამაკაცი მოკლული იპოვეს

თბილისის ზღვაზე ახალგაზრდა მამაკაცი მოკლული იპოვეს. შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, ფაქტი გუშინ მოხდა.

უწყების ცნობით, მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღითაა მოკლული.

მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. შსს საქმეს ორი მუხლით იძიებს, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით, რაც განზრახ მკვლელობას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

დატოვე კომენტარი