თბილისის საქალაქო სასამართლოში განიხილება პაატა ბურჭულაძის სარჩელი, რომლითაც კობა დავითაშვილს უჩივის
თბილისის საქალაქო სასამართლოში განიხილება პაატა ბურჭულაძის სარჩელი, რომლითაც კობა დავითაშვილს უჩივის

პაატა ბურჭულაძე კობა დავითაშვილს ცილისმწამებლური განცხადებისთვის უჩივის. საუბარია დავითაშვილის მიერ მედიით გაკეთებულ განცხადებაზე, რომლითაც ის ბურჭულაძეს ფონდ „იავნანაში“ საქველმოქმედო მიზნებით შემოსული თანხების მოპარვაში ადანაშაულებს. სარჩელის მიხედვით, კობა დავითაშვილის ადვოკატი ითხოვს ცილისმწამებლური ცნობების უარყოფას და მორალური ზიანის ანაზღაურებას 25 000 ლარის სახით, რაც მათი თქმით, მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს გადაერიცხებათ.

პაატა ბურჭულაძის სარჩელზე თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა 13:00 საათზეა ჩანიშნული.