თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარედ ნიკოლოზ მარსაგიშვილი აირჩიეს
თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარედ ნიკოლოზ მარსაგიშვილი აირჩიეს

თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარედ ნიკოლოზ მარსაგიშვილი აირჩიეს. გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ცოტა ხნის წინ მიიღეს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, ნიკოლოზ მარსაგიშვილი თავმჯდომარის პოზიციას ხუთი წლის ვადით დაიკავებს. აღნიშნული თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ვასილ მშვენიერაძე თბილისის სააპელაციო სასამართლოში დაინიშნა.

ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად სულ ორი განაცხადი იყო შესული – ნიკოლოზ მარსაგიშვილისა და სერგო მეთოფიშვილის.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დღეს საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატებთან გასაუბრება გაიმართა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები, ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი აცხადებდნენ, რომ ვაკანტურ პოსტზე კლანის წევრის არჩევა იგეგმებოდა, რომლის დანიშვნის გადაწყვეტილებაც წინასწარ იყო შეთანხმებული.

გარდა ამისა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად სერგო მეთოფიშვილი, სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად კი ბიძინა სტურუა დაინიშნენ.

მიღებული გადაწყვეტილებები 2 დეკემბრიდან ამოქმედდება.