თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საკალათბურთო აკადემია დაარსდა #1TVSPORT
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საკალათბურთო აკადემია დაარსდა #1TVSPORT

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საკალათბურთო აკადემია დაარსდა. ინიციატორი საკალათბურთო კლუბი და უნივერსიტეტის ადმინისტრაციაა.

აკადემიის დაფუძნებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ესწრებოდნენ თსუ-ს საკალათბურთო კლუბის წევრები, მწვრთნელები, ვეტერანი მოთამაშეები, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

თსუ-ს კალთბურთის ისტორია 1922 წლიდან იწყება, როდესაც უმაღლესი სასწავლებლის ტერიტორიაზე საქართველოში პირველი მოედანი მოეწყო. სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი ახლაც სუპერლიგაში თამაშობს და საქართველოს ეროვნულ ნაკრებს არაერთი კალათბურთელი გაუზარდა.

თსუ-ს აკადემიის მიზანი გუნდის გაძლიერება და უახლოეს მომავალში საკუთარი აღზრდილებით დაკომპლექტებაა.