თბილისის საერთაშორისო ტურნირზე პირველი ორი ბრინჯაო გათამაშდა
თბილისის საერთაშორისო ტურნირზე პირველი ორი ბრინჯაო გათამაშდა

ქალებს შორის -48 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლების  მფლობელები გამოვლინდნენ. პირველ ბრინჯაოს ფინალში ბრაზილიელმა სარა მენეზეშმა ბრიტანელი კიმბერლი რენიკი დაამარცხა, მეორეში კი ფრანგმა მელანი კლემანმა ისრაელის წარმომადგენელი ნოა მინსკერს აჯობა. შეგახსენებთ, რომ კლემანმა ამ ტურნირის პირველივე ბრძოლაში ქართველი ნატალია ყიფშიძე დაამარცხა.

თბილისის გრან-პრის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი გადმოსცემს.