თბილისის საერთაშორისო ტურნირში ქართველი ქალებიც ჩაერთვნენ
თბილისის საერთაშორისო ტურნირში ქართველი ქალებიც ჩაერთვნენ

თბილისში ძიუდოს საერთაშორისო ტურნირზე ქართველი ქალებიც მონაწილეობენ. დღეს სამ წონით კატეგორიაში იმართება წინასწარი შეხვედრები. -48 წონით კატეგორიაში მეორე ეტაპზე ლია როგავა და ნატალია ყიფშიძე იასპარეზებენ, მარი მახარაშვილმა კი ყაზახ აიდანა ბუგილბაიევასთან დათმო და ასპარეზობას გამოეთიშა. -52 კილოგრამ წონიუთ კატეგორიაში მარიამ ჯანაშვილი თავის პირველ მეტოქეს, რუს აიგულ კუცენკოს ელოდება, -57 კილოგრამში კი ეთერ ლიპარტელიანმა ბრაზილიელი კამილა სილვა დაამარცხა და მეორე ეტაპზე გერმანელ ტერეზა შტოლს დაუპირისპირდება.

თბილისის გრან-პრის ფინალური ბლოკი დღეს 16:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შმოგთავაზებთ.