თბილისის საერთაშორისო ტურნირის პირველი გამარჯვებული „ვალენსიაა“ #1TVSPORT
თბილისის საერთაშორისო ტურნირის პირველი გამარჯვებული „ვალენსიაა“ #1TVSPORT

„ბენდელას“ სტადიონზე გამართული საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირის პირველი ჩემპიონი ესპანური „ვალენსიაა“.

თასის გათამაშებაში მთავარი პრიზისთვის 2008 წელს დაბადებულთა გუნდები იბრძოდნენ. 8 მონაწილე 6 ქვეყანას წარმოადგენდა – ესპანური „ვალენსია“, უკრაინული „შახტარი“, უზბეკეთის „ბუნიოდკორი“, „ბარსას აკადემია-საამიროები“, ყაზახური „კასპი აქტაუ“, ასევე, „საბურთალოს“ ორი გუნდი და თბილისის ნაკრები, რომელმაც ბოლო მომენტში „ტრაბზონსპორის“ საფეხბურთო აკადემია ჩაანაცვლა.

მე-3 ადგილისთვის „საბურთალო“ აქტაუსკასპიისკის“ შეხვდა და 2:2 დასრულებული ძირითადი დროის შემდეგ, პენალტების სერია მეტოქეზე უკეთ შეასრულა – 5:4.

„ვალენსია“ ფინალში დონეცკის „შახტარს“ დაუპირისპირდა. გამარჯვებული ძირითად დროში ამ მატჩშიც ვერ გამოვლინდა – 2:2. პენალტების სერია უკეთ ესპანელებმა შეასრულეს და 4:2 მოიგეს.

ტურნირის ბოლოს პრიზები გადაეცათ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულ ფეხბურთელებს, მათ შორის იყო გიორგი შაქარაშვილის სახელობის პრიზი, რომელიც საუკეთესო მცველს გიორგის დამ, ანი შაქარაშვილმა გადასცა:

საუკეთესო მეკარე – იგორ კრაპივინი (შახტარი)

საუკეთესო მცველი, გიორგი შაქარაშვილის სახელობის პრიზი – იგორ კოსტიუკი (შახტარი)

საუკეთესო ნახევარმცველი – საბა ხოფერია (საბურთალო)

საუკეთესო ფორვარდი – ვიქტორ დურანი (ვალენსია)

საუკეთესო ფეხბურთელი – ხოსე რუიზი (ვალენსია)

საუკეთესო გოლი – რეზი გაზდელიანი (თბილისის ნაკრები)

მაყურებლის სიმპათია – ანდრია ტალახაძე (საბურთალო)

ტურნირის პერსპექტიული ფეხბურთელი – გიორგი ჟღენტი (თბილისის ნაკრები)