თბილისის მსოფლიო ჩემპიონატზე პარაწოლჭიმში დღეს ლაშა ალელიშვილი იასპარეზებს #1TVSPORT
თბილისის მსოფლიო ჩემპიონატზე პარაწოლჭიმში დღეს ლაშა ალელიშვილი იასპარეზებს #1TVSPORT

დღეს, პირველ დეკემბერს თბილისის მსოფლიო ჩემპიონატზე პარაწოლჭიმში საქართველოს სახელით ძალოსანი ლაშა ალელიშვილი 65 კგ-მდე წონით კატეგორიაში გამოვა.

საქართველოს ნაკრები ტურნირზე ექვსი პარასპორტსმენით არის წარმოდგენილი. დღეს მამაკაცები 65 კგ-მდე, ქალები კი 67 კგ-მდე წონით კატეგორიებში იასპარეზებენ.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო პირველობა თბილისში 27 ნოემბერს დაიწყო და ექვს დეკემბერს დასრულდება. ტურნირი 2024 წლის პარიზის პარალიმპიური თამაშების პირველი სალიცენზიო შეჯიბრებაა, სადაც მონაწილეობას 75 ქვეყნის 800-მდე პარასპორტსმენი იღებს.

თბილისური ტურნირის მედიამხარდამჭერია საქართველოს პირველი არხი.

დატოვე კომენტარი