თბილისის „მერანმა“ მოიგო და ლიდერებს დაეწია #1TVSPORT
თბილისის „მერანმა“ მოიგო და ლიდერებს დაეწია #1TVSPORT

ეროვნულ ლიგა 2-ში მე-16 ტური „სპაერის“ სტდიონზე გამართული შეხვედრით დაიწყო, სადაც თბილისის „მერანმა“ „ვიტ ჯორჯიას“ უმასპინძლა და მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა.

ანგარიში მე-15 წუთზე „მერანმა“ გახსნა. მეტოქის კარი პენალტით გუნდის საუკეთესო ბომბარდირმა ცოტნე ჩიქოვანმა აიღო და მიმდინარე სეზონში გატანილი მე-6 გოლით ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზე მყოფ სამ თავდამსხმელს დაეწია.

65-ე წუთზე „ვიტ ჯორჯიას“ თავდამსხმელმა ამირან ძაგანიამ წონასწორობა აღადგინა, მაგრამ 90+2-ე წუთზე იაგო დეისაძემ სტუმრებს მეორე გოლი გაუტანა და თბილისის „მერანმა“ გამარჯვება იზეიმა.

ამ გამარჯვებით, „მერანმა“ 21 ქულა დააგროვა, მარტვილის „მერანს“ და „სპაერს“ დაეწია და მათთან ერთად მეორე-მეოთხე ადგილებს ინაწილებს, ხოლო „ვიტ ჯორჯია“ (10 ქულა) მე-6 პოზიციაზეა.