თბილისის „მერანი“ საქართველოს ჩემპიონატის ანტირეკორდსმენებში მოხვდა
თბილისის „მერანი“ საქართველოს ჩემპიონატის ანტირეკორდსმენებში მოხვდა

ეროვნული საფეხბურთო ლიგის მე-18 ტურის შეხვედრები დასრულდა და ცნობილი გახდა, რომ ლიგიდან თბილისის „მერანი“ გავარდა – 18 ტურში გუნდმა მხოლოდ 6 ქულა დააგროვა, მე-10 ადგილი დაიკავა და მომდევნო სეზონს ეროვნულ ლიგა2-ში ითამაშებს.

თბილისურმა გუნდმა სეზონი ისე დაასრულა, ერთი მატჩი ვერ მოიგო, რაც საქართველოს ჩემპიონატების ერთ-ერთი ანტირეკორდია – ასეთ რამ მხოლოდ სამჯერ მოხდა.

1990 წელს, პირველ ეროვნულ ჩემპიონატში ცხინვალის რეგიონის გუნდმა „ლიახვმა“ სეზონი ისე დაასრულა, ქულაც ვერ მოიპოვა. ბოლო ტურები კი აღარ ჩაატარა, ტექნიკური წაგებები ჩაეთვალა და საბოლოოდ, სეზონი 34 შეხვედრის შემდეგ 0 ქულით დაასრულა.

2000/2001 წლების სეზონში, როდესაც რეგულარული სეზონი „სამტრედიამ“ ბოლო ადგილზე დაასრულა – 22 ტურის შემდეგ გუნდს ერთი მოგება არ ჰქონდა და მხოლოდ 3 ქულა დააგროვა. ფინიშზე 12 გუნდი 6-6 ჯგუფად გადანაწილდა და ქვედა ექვსეულში მოხვედრილმა „სამტრედიამ“ 10 მატჩიდან ერთიც ვერ მოიგო, მხოლოდ ქულა დააგროვა და გავარდა.

2006/07 სეზონში ლიგიდან თელავის „კახეთიც“ ისე გავრდა, 14-გუნდიან ჩემპიონატში გამართული 26 მატჩში 3 ქულა ერთხელაც ვერ მოიპოვა, 2 ფრედ დაასრულა და 2 ქულით დაქვეითდა.

2012/13 წლებში ფოთის „კოლხეთმა“ რეგულარული სეზონის 22 მატჩი მოუგებლად დაასრულა (4 ფრე, 4 ქულა), თუმცა, ფინალურ ექვსეულში სამი მატჩი მოიგო, მაგრამ მაინც გავარდა.