თბილისის „მერანი“ მეორეზე დაწინაურდა, „ვიტ ჯორჯიამ“ შანსი ვერ გამოიყენა | ეროვნული ლიგა2 #1TVSPORT
თბილისის „მერანი“ მეორეზე დაწინაურდა, „ვიტ ჯორჯიამ“ შანსი ვერ გამოიყენა | ეროვნული ლიგა2 #1TVSPORT

ეროვნულ ლიგა2-ში მეექვსე ტურის ორი შეხვედრა გაიმართა. „ვიტ ჯორჯიამ“ საგარეჯოს „გარეჯი“ მიიღო, ხოლო თბილისის „მერანმა“ „რუსთავს“ უმასპინძლა.

„ვიტ ჯორჯიამ“ საგარეჯოს „გარეჯს“ ფეხბურთის ფედერაციის გლდანის საფეხბურთო ცენტრში უმასპინძლა. მეტოქეებმა გოლის გატანა ვერ მოახერხეს, საბოლოოდ, შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 0:0 დასრულდა და „ვიტ ჯორჯიამ“ მეოთხე ადგილზე დაწინაურების შანსი დაკარგა.

თბილისის „მერანმა“ „რუსთავს“ სპაერის სტადიონზე უმასპინძლა და სეზონში მეორე გამარჯვება მოიპოვა. სტუმრებისთვის მატჩი ცუდად დაიწყო – 24-ე წუთზე „რუსთავის“ მცველმა ბექა ხარშილაძემ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედნის დატოვება მოუხდა. ამით მასპინძლებმა ორ წუთში ისარგებლეს – გიორგი ივანიაძის პასით ანგარიში ვანო შენგელიძემ გახსნა. 51-ე წუთზე რევაზ გეწაძემ დახმარებით გივი ქარქუზაშვილმა მასპინძლების უპირატესობა ორამდე გაზარდა. 71-ე წუთზე, რუსთაველთა ბრაზილიელმა ლეგიონერმა რეინალდო ვიანამ „მერანის“ კარი აიღო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:1 „მერანის“ სასარგებლოდ.

მოგებამ „მერანი“ მეხუთე ადგილზე დააწინაურა. ექვსი ტურის შემდეგ ეროვნულ ლიგა 2-ში უდანაკარგოდ ბოლნისის „სიონი“ ლიდერობს, ხოლო ბოლო ადგილზე ეროვნული ლიგიდან 2020 წელს დაქვეითებული საჩხერეს „ჩიხურაა“. ტურის ბოლო მატჩი დღეს კასპში გაიმართება – მესამეადგილოსანი „გაგრა“ მეოთხედაგილოსან ზუგდიდის „დინამოს“ უმასპინძლებს.