თბილისის „მერანი“ ეროვნულ ლიგა 1-ში ითამაშებს
თბილისის „მერანი“ ეროვნულ ლიგა 1-ში ითამაშებს
თბილისის „მერანმა“ თანაქალაქელი „შევარდენი“ 4:0 დაამარცხა და ეროვნული ლიგა 2-ის ფინიშამდე 3 ტურით ადრე ეროვნული ლიგა 1-ს საგზური მოიპოვა.
 
ლიგა 2-ის 33-ე ტურის შეხვედრა „სპაერის“ სტადიონზე გაიმართა და მასპინძელთა უპირატესობით მიმდინარეობდა. ანგარიში 22-ე წუთზე პენალტით გოგი ფიფიამ გახსნა, ხოლო 28-ე წუთზე გიორგი მიქაბერიძემ „მერანის“ უპირატესობა ორამდე გაზარდა. მესამედ „შევარდენის“ კარი 56-ე წუთზე იაგო დეისაძემ აიღო, ხოლო საბოლოო ანგარიში 74-ე წუთზე გოგი ფიფიამ დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 4:0.
„მერანმა“ 81 ქულა დააგროვა და კონკურენტი „სამტრედია“ (67 ქულა) დარჩენილ სამ ტურში ვეღარ დაეწევა. თბილისელები ეროვნულ ლიგაში “ვიტ ჯორჯიას” ჩაანაცვლებენ, რომელიც მომდევნო სეზონში მთავარ ქართულ ლიგაში თამაშის უფლება დაკარგა.
ტურში კიდევ ორი შეხვედრა გაიმართა, რომლებიც ასე დასრულდა:
შუქურა – გურია 0:0
ზუგდიდი – ცხინვალი 3:0