თბილისის „ლოკომოტივს“ გიორგი გეგუჩაძე-უმცროსი გაწვრთნის #1TVSPORT
თბილისის „ლოკომოტივს“ გიორგი გეგუჩაძე-უმცროსი გაწვრთნის #1TVSPORT

თბილისის „ლოკომოტივს“ ახალგაზრდა მწვრთნელი, გიორგი გეგუჩაძე ჩაიბარებს – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

„გიორგი გეგუჩაძე-უმცროსი თბილისის „ლოკომოტივის“ მთავარი მწვრთნელია. კონტრაქტი 1+1 სისტემით გაფორმდა“, – აღნიშნულია კლუბის განცხადებაში.

გეგუჩაძემ სამწვრთნელო კარიერა „იბერიის“ აკადემიაში დაიწყო, შემდეგ კი ბათუმის „დინამოს“ სამწვრთნელო სტაფში მუშაობდა. პარალელურად, ფეხბურთის ფედერაციის მწვრთნელთა განათლების სისტემაში საქმიანობდა. ის ცნობილი სპეციალისტის, გია გეგუჩაძის ვაჟია.

შეგახსენებთ, რომ „ლოკომოტივი“ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ჯერ მთავარმა მწვრთნელმა რევაზ გოცირიძემ და მისმა თანაშემწეებმა დატოვეს, შემდეგ კი გუნდი ათმა ფეხბურთელმა დატოვა.