თბილისის ლოკომოტივმა“ ზამბიური „კაფუე სელტიკსიდან“ ექვსი ფეხბურთელი დაიმატა #1TVSPORT
თბილისის ლოკომოტივმა“ ზამბიური „კაფუე სელტიკსიდან“ ექვსი ფეხბურთელი დაიმატა #1TVSPORT

თბილისის „ლოკომოტივმა“ ექვს ფეხბურთელთან კონტრაქტი გააფორმა. ყველა მათგანი ზამბიელია და ისინი გუნდს ზამბიური „კაფუე სელტიკსიდან“ შეუერთდნენ. მოთამაშეები „ლოკომოტივის“ მთავარ გუნდსა და „ლოკომოტივი 2“-ში გადანაწილდებიან.

თბილისური გუნდის ახალწვეულები არიან: ვინსენტ კალინდა (თავდამსხმელი), დარტონ ბვალია (თავდამსხმელი), ბონეფანსეო ფირი (თავდამსხმელი), აგრიპა მვილა (ნახევარმცველი), ფრენკ ჩილეშე (ნახევარმცველი), ფლოიდ ჩილეშე (ნახევარმცველი).

„ლოკომოტივმა“ ზამბიელ ფეხბურთელებთან 3.5-წლიანი ხელშეკრულებები გააფორმა, მოთამაშეები გუნდში 2026 წლამდე ითამაშებენ.

აღსანიშნავია, რომ თბილისური გუნდი სავარჯიშო პროცესს საგურამოს ბაზაზე დაუბრუნდა. მანამდე „ლოკომოტივი“ დიღმის ოლიმპიური სოფლის სტადიონზე ვარჯიშობდა.