თბილისის „ლოკომოტივის“ თავდამსხმელმა აფრიკის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე გაიტანა #1TVSPORT
თბილისის „ლოკომოტივის“ თავდამსხმელმა აფრიკის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე გაიტანა #1TVSPORT

თბილისის „ლოკომოტივის“ ფეხბურთელებმა, ფრენკ ჩილეშემ და ბონეფასეო ფირიმ ზამბიის 20-წლამდე ნაკრების მაისურით სადებიუტო მატჩი ჩაატარეს. ფირიმ კი გოლის გატანაც მოახერხა.

ზამბიის ნაკრებმა უკვე სამი მატჩი ჩაატარა – ეგვიპტის ნაკრებთან 0:0 ითამაშა, ტანზანიის 1:0 მოუგო, ხოლო სამხრეთ აფრიკასთან მატჩი 1:1 დაასრულა.

ჩილეშესა და ფირის შემთხვევაში სცენარი ერთნაირად განვითარდა — ორივე მათგანი პირველ ორ მატჩში შეცვლაზე გამოჩნდა, ხოლო მესამე ტურში, სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ, ძირითად შემადგენლობაში მოხვდნენ. სწორედ ამ შეხვედრაში გაიტანა გოლი ბონეფასეო ფირიმ.

18 წლის ფრენკ ჩილეშე ცენტრალური მცველია, ბონეფასეო ფირი კი 19 წლისაა და ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე თამაშობს. ორივე მათგანი „ლოკომოტივს“ 2023 წლის ივლისში, ზამბიური „კაფუ სელტიკიდან“ შეუერთდა.