თბილისის „ლოკომოტივის“ მომდევნო მეტოქე ხვალ გახდება ცნობილი
თბილისის „ლოკომოტივის“ მომდევნო მეტოქე ხვალ გახდება ცნობილი

ხვალ, 31 აგვისტოს, ნიონში, უეფას შტაბ-ბინაში ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართება და გაირკვევა, ვინ იქნება თბილისის „ლოკომოტივის“ მომდევნო მეტოქე.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „ლოკომოტივმა“ რუმინულ „კარიოვას“ უმასპინძლა და ანგარიშით 2:1 გაიმარჯვა.

ამ შეხვედრაში ფავორიტად რუმინული გუნდი მიიჩნეოდა, თუმცა გია ჭიაბრიშვილის შეგირდებმა ძლიერი მეტოქის დამარცხება შეძლეს და ტურნირის შემდეგ ეტაპზე გავიდნენ.

უეფას შტაბ-ბინაში ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა თბილისის დროით 15:00 საათზე დაიწყება.