თბილისის „ლოკომოტივი“ „ნაპოლის“ შეხვდება - მატჩი კიბერსპორტში დაიგეგმა #1TVSPORT
თბილისის „ლოკომოტივი“ „ნაპოლის“ შეხვდება - მატჩი კიბერსპორტში დაიგეგმა #1TVSPORT

21 ივლისს, თბილისის „ლოკომოტივი“ „ნაპოლის“ დაუპირისპირდება – მაგრამ ეს იქნება არა კლასიკური საფეხბურთო გუნდების დაპირისპირება, არამედ კიბერსპორტში – ინფორმაცია თბილისური კლუბის პრესსამსახურმა გაავრცელა.

თბილისის „ლოკომოტივის“ eSports-ის გუნდის წევრებს, ნიკა ასათაშვილს და ლადო ონიანს „ნაპოლის“ კიბერგუნდის მოთამაშეები, ლუიკი კოპოლა და ლუკა გუარინო შეხვდებიან. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს „ლოკომოტივისა“ და საქართველოს კიბერ ფეხბურთის ფედერაციის „ფეიქბუქის“ გვერდზე იხილავთ.

საფეხბურთო კლუბი თბილისის „ლოკომოტივი“ საქართველოში პირველია, რომელმაც ფიფა-ს მიერ აღიარებული (ვერიფიცირებული) გუნდის სახელით eSports-ის ტურნირებზე მონაწილეობა გადაწყვიტა. ეს 2021 წლის ნოემბერში მოხდა – თავიდანვე გუნდის სახელით ლადო ონიანი და ნიკა ასათაშვილი თამაშობენ.

უკვე მეხუთე წელია, რაც კიბერსპორტში საქართველოს ჩემპიონატი ტარდება. „ლოკომოტივის“ სახელით გამოსვლამ ასათაშვილსა და ონიანს საშუალება მისცა, რომ ფიფა-ს ოფიციალურ ტურნირებზე ეთამაშათ, რაც საქართველოში ამ სახეობის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია.