თბილისის „იბერიამ“ ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპამდე კიდევ ერთი ლეგიონერი დაიმატა – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
„თბილისის „იბერიის“ მორიგი ახალწვეული ანეს რუშევიჩია – 28 წლის სერბი ფეხბურთელი, რომელიც პოზიციით ცენტრალური თავდამსხმელია.
რუშევიჩი ქართულ გუნდს „რაბოტნიჩკიდან“ შეუერთდა. მან 2024 წელს „ზრინსკის“ შემადგენლობაში ბოსნიის ჩემპიონობა იზეიმა, მანამდე კი ბორისოვოს ბატე-სთან ერთად ბელორუსის ჩემპიონი და ქვეყნის თასის მფლობელიც გახდა.
რუშევიჩი ბულგარეთში შეკრებაზე მყოფ „იბერიას“ უკვე შეუერთდა, სადაც გუნდთან ერთად მოსამზადებელ პერიოდს გაივლის“.