თბილისის „იბერიამ“ საჩემპიონო წელი შეაჯამა #1TVSPORT
თბილისის „იბერიამ“ საჩემპიონო წელი შეაჯამა #1TVSPORT

თბილისის „იბერიამ“ გასული სეზონის მიღწევები გამოაქვეყნა და 2024 წელი შეაჯამა, რომელიც კლუბის ისტორიაში ყველაზე წარმატებული გამოდგა.

გუნდის მთავარი მიღწევა ლევან კორღალიძის გაწვრთნილ „იბერიას“ ეკუთნის, რომელიც საქართველოს ჩემპიონი ისტორიაში მეორედ გახდა. ამას გარდა, თბილისელთა სარეზერვო შემადგენლობა, „იბერია 2“ ლიგა 3-დან ეროვნულ ლიგა 2-ში დაწინაურდა.

კლუბს საიმედო მომავალი რომ ეზრდება, ასაკობრივ ტურნირებზე თბილისელთა მოპოვებული მედლები მეტყველებს – „იბერია“ 17-წლამდელებში ოქროს ლიგის გამარჯვებული გახდა, 14, 15 და 16-წლამდელების გუნდები – ელიტ ლიგის, ხოლო 13-წლამდელები – თბილისის ლიგის.

2025 წელს ეროვნული ლიგის გამარჯვებული „იბერია“ საქართველოს ჩემპიონთა ლიგაზე წარმოადგენს.