თბილისის „იბერიამ“ კონფერენსლიგის მატჩებამდე ხორვატი მცველი დაიმატა #1TVSPORT

13:22, 05.09.2026

საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა, თბილისის „იბერიამ“ კონფერენსლიგის ჯგუფური ეტაპის დაწყებამდე ლეგიონერი დაიმატა – გუნდის ახალწვეული ფილიპ კანჩარია.

25 წლის ცენტრალური მცველის (სიმაღლე 186 სმ) ​საფეხბურთო კარიერა ხორვატულ „ჰრვატსკი დრაგოვოლიაცში“ დაიწყო. სხვადასხვა დროს უთამაშია ავსტრალიურ „ნიუკასლს ჯეტსა“ და შოტლანდიის პრემიერლიგის „ლივინგსტონში“. ბოლო სეზონი „ვესტერნ სიდნეი უონდერერსში“ გაატარა. კანჩარი ქართულ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

ხორვატმა ცენტრალურმა მცველმა „იბერიის“ შემადგენლობაში სადებიუტი შეხვედრა „სამტრედიასთან“ საქართველოს თასის მერვედფინალში ჩაატარა.

მსგავსი