თბილისის „იბერიამ“ გაბონელი ფეხბურთელი დაიმატა #1TVSPORT
თბილისის „იბერიამ“ გაბონელი ფეხბურთელი დაიმატა #1TVSPORT

თბილსის „იბერიას“ შემადგენლობაში 20 წლის გაბონელი შემტევი, ფლორის დჯავე ჩაირიცხა, რომელიც საქართველოს თასის მფლობელ კლუბს ლატვიური რფს-დან შეუერთდა.

დჯავემ საფეხბურთო კარიერა 2018 წელს გაბონის „ბუენგიდიში“ დაიწყო, რომლის შემადგენლობაშიც 2020 წელს აფრიკის ჩემპიონთა თასზე ითამაშა. 2021 წლის აპრილში მალის „ჯოლიბაში“ გადავიდა, მაგრამ ივლისში გუნდი დატოვა და თავისუფალი აგენტი გახდა.

2022 წლის თებერვალში ლიმასოლის „არისში“ ჩაირიცხა. ერთი წლის შემდეგ იჯარით „ენოსისში“ გადავიდა და სეზონის ბოლომდე ამ გუნდში თამაშობდა. 2023 წლის ივლისში ლატვიურ რფს-სთან სამწლიან კონტრაქტი გააფორმა, მაგრამ სექტემბერში კლუბი დატოვა.

„იბერიის“ ახალწვეულმა 2023 წლის ივნისში გაბონის ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად აფრიკის 23-წლამდელთა თასის ფინალურ ეტაპზე ითამაშა.