თბილისის „იბერიამ“ ბრაზილიელი მცველი დაიმატა - გუნდში კიდევ რამდენიმე ახალწვეულს ელიან #1TVSPORT
ჩემპიონთა ლიგის გათამაშების დაწყებამდე თბილისის „იბერია“ ბრაზილიელი მოთამაშით გაძლიერდა, – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
საქართველოს ჩემპიონი გუნდის ახალწვეული ანდრეი სანტოსია. 21 წლის ბრაზილიელი ცენტრალური მცველი „იბერიას“ აზერბაიჯანის ჩემპიონ „საბაჰიდან“ იჯარის წესით შემოუერთდა. სანტოსი გუნდს უკვე მომდევნო მატჩიდან დაეხმარება.
საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპამდე „იბერია“ კიდევ რამდენიმე მოთამაშის დამატებას აპირებს – ცნობილია, რომ მათგან ერთი ფორვარდი, ხოლო მეორე საყრდენი ნახევარმცველი იქნება.