თბილისის გრანდ სლემზე დღეს მსოფლიო ჩემიონატის ორი საგზური გათამაშდება #1TVSPORT
თბილისის გრანდ სლემზე დღეს მსოფლიო ჩემიონატის ორი საგზური გათამაშდება #1TVSPORT

დღეს „თბილისი არენაზე“ მიმდინარე ძიუდოს გრან სლემზე გულშემატკივრებს შორის დოჰაში 7-14 მაისს ძიუდოში გასამართავი მსოფლიო ჩემპიონატის ორი საგზური და საქართველოს ნაკრების წევრების ავტოგრაფებიანი გადასაცმელები გათამაშდება.

გულშემატკივრებს „თბილისი არენის“ შესასვლელში 11:00-დან 13:00-მდე ბილეთების წარდგენის შემდეგ გადაეცემათ ანკეტა, რომელსაც ისინი შეავსებენ და მოათავსებენ დოლურაში. გათამაშება გაიმართება შესვენების დროს.

შეგახსენებთ, რომ თბილისის გრანდ სლემზე ორი დღის შემდეგ საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ჯერჯერობით ორი მედალია. ტურნირზე ვერცხლი 19 წლის გიორგი სარდალაშვილმა მოიპოვა, ბრინჯაოს მედლის მფლობელი კი ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი გახდა.

26 მარტი

11:00 – წინასწარი შეხვედრები
17:00 – ფინალური ბლოკი