თბილისის გრანდ სლემზე ჩვენი ნაკრების 38 ძიუდოისტი იასპარეზებს #1TVSPORT
თბილისის გრანდ სლემზე ჩვენი ნაკრების 38 ძიუდოისტი იასპარეზებს #1TVSPORT

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს, რომელიც თბილისში 3-5 ივნისს გრანდ სლემზე იასპარეზებს, სამი სპორტსმენი კიდევ დაემატა. ეროვნული გუნდის შემადგენლობა 38-მდე გაიზარდა.

მამაკაცებს ქვოტა სრულად აქვთ ათვისებული – ჩვენი ნაკრები შვიდ წონაში ოთხი ძიუდოისტით (ჯამში 28) იჭიდავებს, ქალთა ნაკრებს კი სამი ძიუდოისტი დაემატა: მარი მახარაშვილი (52 კგ.), გვანცა მჭედლიშვილი (57 კგ.) და მარიამ ციხელაშვილი. თბილისის გრანდ სლემზე განაცხადი 40 ქვეყნის 323 მონაწილეს უკვე აქვს გაკეთებული.

თბილისის საერთაშორისო ტურნირს 2021 წელს გრანდ სლემის სტატუსი მიენიჭა. 2021 წლის ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა 9 მედალი მოიპოვა: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 4 ბრინჯაო. შეჯიბრება მაყურებლის გარეშე ჩატარდა.

ოქროს მედლის მფლობელები თემურ ნოზაძე (60 კგ.) და გელა ზაალიშვილი (+100 კგ.) გახდნენ, ვერცხლის მედლებს კი ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ.), ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ.) და ილია სულამანიძე (100 კგ.) დაეუფლნენ, ბრინჯაოს – ალეკო მამიაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი (ორივე – 73 კგ.), ტატო გრიგალაშვილი (81 კგ.) და საბა ინანეიშვილი (+100 კგ.). შარშანდელ ტურნირზე გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ეროვნულმა გუნდმა პირველი ადგილი დაიკავა.

საქართველოს ნაკრების წინასწარი შემადგენლობა:

-60 კგ: ლუხუმ ჩხვიმიანი, ჯაბა პაპინაშვილი, თემურ ნოზაძე, გიორგი სარდალაშვილი

-66 კგ: ვაჟა მარგველაშვილი, გიორგი თუთაშვილი, ლაშა ნადირაძე, საბა კაპანაძე

-73 კგ: ლაშა შავდათუაშვილი, გიორგი ტერაშვილი, გიორგი ჩიხელიძე, ფრიდონ გიგანი

-81 კგ: ტატო გრიგალაშვილი, ვლადიმერ ახალკაცი, ლევან გუგავა, გიორგი შერაზადიშვილი

-90 კგ: ლუკა მაისურაძე, უშანგი მარგიანი, გიორგი პაპუნაშვილი, იმედა გოგოლაძე

-100 კგ: ილია სულამანიძე, ონისე სანებლიძე, გიორგი ბერიაშვილი, ომარ საური

+100 კგ: გურამ თუშიშვილი, გელა ზაალიშვილი, გიორგი ქავთარაძე, ონისე ბუღაძე

-48 კგ: ნატალია ყიფშიძე

-52 კგ: მარიამ ჯანაშვილი, მარი მახარაშვილი

-57 კგ: ეთერ ლიპარტელიანი, გვანცა მჭედლიშვილი

-63 კგ: რეგინა უთნელიშვილი, მარიამ ციხელაშვილი

-70 კგ: ინდირა სილაგაძე

-78 კგ: მარიამ ჭანტურია

+78 კგ: სოფიო სომხიშვილი.