თბილისის გრანდ სლემი ძიუდოში | გიორგი ლოლაძე და დიმიტრი გოჩილაიძე ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებენ #1TVSPORT
თბილისის გრანდ სლემი ძიუდოში | გიორგი ლოლაძე და დიმიტრი გოჩილაიძე ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებენ #1TVSPORT

თბილისში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემის მეორე დღეს წინასწარ შეხვედრებში მონაწილეობა 16 ქართველმა ძიუდოისტმა მიიღო, რომელთაგან ფინალურ ბლოკში ორი სპორტსმენი გავიდა – ბრინჯაოს მედლისთვის ახალგაზრდა გიორგი ლოლაძე (73 კგ) და დიმიტრი გოჩილაიძე (81 კგ) იჭიდავებენ.

ლოლაძის მეტოქე თურქი მუჰამედ დემირალი იქნება, დიმიტრი გოჩილაიძე (81 კგ) კი ბელგიელ მატიას კასეს დაუპირისპირდება.

ფინალური ბლოკი 17:00 საათზე დაიწყება, პირდაპირ ტელერეპორტაჟს პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.

თბილისის გრანდ სლემი 20 მარტს დაიწყო და 22 მარტს დასრულდება.