თბილისის გრან-პრი: მეორე დღის განრიგი
თბილისის გრან-პრი: მეორე დღის განრიგი

საქართველოს დედაქალაქის ოლიმპიურ სასახლეში ძიუდოს საერთაშორისო ტურნირი, თბილისის გრან-პრი მიმდინარეობს. პრესტიჟული ჩემპიონატის მეორე დღეს საქართველოს სახელით 11 სპორტსმენი იასპარეზებს. მამაკაცებს შორის დღეს ორ წონით კატეგორიაში გაირკვევა მედლების მფლობელების ვინაობა.

-73 კგ:

აქ ქართველები ბრძოლაში მეორე ეტაპიდან ჩაერთვებიან. ლაშა შავდათუაშვილი სომეხ არსენ ღაზარიანს დაუპირისპირდება, ომარ ნიაზაშვილი ბელგიელ დირკ ფან ტიხერტთან გაარკვევს ურთიერთობებს, ფრიდონ გიგანი ლიტველ რიგიმანტას რიბინასს შეხვდება, ზვიად კაპანაძე კი სომეხ ფერდინანდ კარაპეტიანს.

-81 კგ:

პირველ ეტაპზე ნუგზარ ტატალაშვილი ფრანგ ალფა უმარ ჯალოს შეხვდება, თამაზ კირაკოზაშვილი – აზერბაიჯანელ იოშგუნ აბდულაევს, ზებედა რეხვიაშვილი პირველ ეტაპს გამოტოვებს და მეორე ეტაპზე ლიტველ არტურას მაიბოროდასა და ყაზახ კაჟიმუკან ოტეულიევს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება, კობა მჭედლიშვილი კი პირველ ეტაპზე სომეხ ვართან ხაჩატრიანთან გაარკვევს ურთიერთობებს.

რაც შეეხება ქალების შეჯიბრს, აქაც ორ წონით კატეგორიაში გაიმართება ბრძოლები და საქართველოს სახელით სამი სპორტსმენი იასპარეზებს.

-63 კილოგრამ წონით კატეგორიაში მზია ბებოშვილი პირველ ეტაპზე პოლონელ აგატა ზახეიას ხვდება, -70 კილოგრამში კი ელისო სისაური ყაზახ დინარა კუდაროვას დაუპირისპირდება, ხოლო მარიამ ჭანტურია ნიდერლანდების წარმომადგენელ ეველინ ბერნდსენს.

ფინალური ბლოკის შეხვედრები 16:00 საათზე დაიწყება და პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე იქნება შესაძლებელი.