თბილისის გრან-პრი: ბრძოლას 9 ქართველი სპორტსმენი განაგრძობს
თბილისის გრან-პრი: ბრძოლას 9 ქართველი სპორტსმენი განაგრძობს

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში მიმდინარე ძიუდოს საერთაშორისო ტურნირზე, მამაკაცთა შორის შვიდი ქართველი ძიუდოისტი განაგრძობს ბრძოლას. მეოთხედფინალში გავიდნენ ლაშა შავდათუაშვილი, რომელიც იტალიელ ჯანი ესპოზიტოს შეხვდება, ომარ ნიაზაშვილი (სეიედ ზამანი – ირანი), ფრიდონ გიგანი (გიოსიონ ბობოევი – უზბეკეთი), ნუგზარ ტატალაშვილი (ალან ხუბეცოვი – რუსეთი), თამაზ კირაკოზაშვილი (სტანისლავ სემიონოვი – რუსეთი), ზებედა რეხვიაშვილი (სერჰი კრივჩაჩი – უკრაინა) და კობა მჭედლიშვილი (ანრი ეგუთიძე – პორტუგალია). რაც შეეხება ზვიად კაპანაძეს, მან მერვედფინალში სომეხ ფერდინანდ კარაპეტიანთან დათმო და ბრძოლას გამოეთიშა.

ქალებს შორის კი დღეს მოასპარეზე სამი ქართელი სპორტსმენიდან ორი – მზია ბებოშვილი და მარიამ ჭანტურია იჭიდავებენ მერვედფინალში. ელისო სისაური ბრძოლას პირველივე ეტაპზე გამოიეთიშა.

პირდაპირი რეპორტაჟი თბილისის ოლიმპიური სასახლიდან 16:00 საათზე დაიწყება.