თბილისის „დინამოში“ მჭედლიძის იმედი აქვთ - „ემზადება, მონდომებულია და ვიმედოვნებთ, რომ დაგვეხმარება“
თბილისის „დინამოში“ მჭედლიძის იმედი აქვთ - „ემზადება, მონდომებულია და ვიმედოვნებთ, რომ დაგვეხმარება“
დარჩება თუ არა ლევან მჭედლიძე თბილისის „დინამოში“ და რა მდგომარეობაშია ფეხბურთელი? ამის შესახებ თბილისური კლუბის პრეზიდენტმა რომან ფიფიამ ილაპარაკა.
 
„ძალიან გვინდა, რომ ლევან მჭედლიძემ ითამაშოს და „დინამოს“ სარგებლობა მოუტანოს. ლევანი ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია. თუმცა, მისი პრობლემა ხშირი ტრავმიანობაა. ამის მიუხედავად, ემზადება, ძალიან მონდომებულია და იმედი გვაქვს, საუკეთესო ფორმაში შევა და დაგვეხმარება. ახლა მეტს ამაზე ვერაფერს გეტყვით“ – ამბობს ფიფია.
შეგახსენებთ, რომ ლევან მჭედლიძე თბილისის „დინამოს“ საჩემპიონო ბრძოლის ბოლო ეტაპზე დაემატა. მან გუნდის ფორმით მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა და მერე დაშავდა, მაგრამ ამ ერთი გოლით თბილისელებმა, ფაქტობრივად, მეტოქეს ჩემპიონობა წაართვეს – მჭედლიძემ გასვლაზე ბათუმის „დინამოს“ გაუტანა და გუნდს ქულა და როგორც შემდეგ გაირკვა, ჩემპიონის ტიტული მოუტანა.