თბილისის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი - ანდორაში სიურპრიზებს არ მოვერიდებით
თბილისის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი - ანდორაში სიურპრიზებს არ მოვერიდებით
თბილისის „დინამო“ ანდორაშია და საღამოს „ენგორდანს“ ევროპის ლიგის პირველი შესარჩევი ეტაპის განმეორებით შეხვედრაში დაუპირისპირდება. შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი თბილისში „დინამომ“ 6:0 მოიგო და, თუ სასწაული არ მოხდა, შემდეგ ეტაპზე გასულია.
 
თბილისელთა გუნდის მთავარი მწვრთნელი ფელის ვისენტე იმედოვცნებს, რომ „დინამო“ განმეორებით შეხვედრასაც მოიგებს.
„პირველი მატჩის დასრულების შემდეგ, ჩვენ არ ჩაგვითვლია, რომ ეს ეტაპი გადალახულია. მართალია ხელსაყრელი ანგარიშით ვიმარჯვეთ, თუმცა საპასუხო მატჩშიც ვიბრძოლებთ. შევეცდებით ჩვენი საქმე პირველი მატჩის დარად კარგად შევასრულოთ და არც სიურპრიზებსაც არ მოვერიდებით. 20 ფეხბურთელით ვართ ჩამოსული და თამაშის შანსი ყველა მათგანს აქვს. მოედანზე აუცილებლად მოსაგებად გავალთ“ – ამბობს ფელის ვისენტე.
თბილისელთა ესპანელი მთავარი მწვრთნელი დარწმუნებულია, რომ ხვალ მეტოქე მოტივირებული იქნება:
„გუნდი სახლში თამაშობს და საკუთარი გულშემატკივრის თვალწინ კარგი ფეხბურთის ჩვენებას შეეცდება. რაც შეეხება მინდორს, შემიძლია ვთქვა, რომ მშვენიერ მდგომარეობაშია, რაც ლამაზ თამაშს ხელს შეუწყობს. დარწმუნებული ვარ ამით ფეხბურთელებიც ისიამოვნებენ“.
თბილისის „დინამო“ „ენგორდანს“ ევროპის ლიგის პირველი შესარჩევი ეტაპის განმეორებით შეხვედრაში 21:30 საათზე დაუპირისპირდება. ანდორა ლა ველას „ესტადი კომუნალიდან“ მატჩის სტრიმს „დინამოს“ ფეიქსბუქის გვერდი გეგმავს.