თბილისის „დინამოს“ ისტორიული გამარჯვებიდან 44 წელი გავიდა – სპორტის სამინისტრომ 13 მაისი აღნიშნა #1TVSPORT
თბილისის „დინამოს“ ისტორიული გამარჯვებიდან 44 წელი გავიდა – სპორტის სამინისტრომ 13 მაისი აღნიშნა #1TVSPORT

სპორტის სამინისტროს ინიციატივით, სასტუმრო „პულმანში“ ქართული ფეხბურთის ისტორიული წარმატება, თბილისის „დინამოს“ 1981 წლის 13 მაისის გამარჯვება აღნიშნეს ევროპის თასების მფლობელთა თასზე.

44 წლის წინ, 1981 წლის 13 მაისს თბილისის „დინამომ“ თასების მფლობელთა თასის ფინალში იენის „კარლ ცაისი“ ანგარიშით 2:1 დაამარცხა. ეს დღემდე ქართული საკლუბო ფეხბურთისთვის ერთადერთი საერთაშორისო ტიტულია.

ღონისძიებას ესწრებოდნენ თბილისის „დინამოს“ იმდროინდელი ფეხბურთელები, ვეტერანი სპორტსმენები, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისა და მედიის წარმომადგენლები.

სპორტის მინისტრის, შალვა გოგოლაძის გადაწყვეტილებით, ქართული სპორტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის „დინამოს“ ვეტერან ფეხბურთელებს ფულადი პრიზები გადაეცათ.