თბილისის „დინამოს" ანტონიო როხანო შეუერთდა - ინფორმაციას კლუბის ოფიციალური გვერდი ავრცელებს
თბილისის „დინამოს" ანტონიო როხანო შეუერთდა - ინფორმაციას კლუბის ოფიციალური გვერდი ავრცელებს

27 წლის არგენტინელმა ფორვარდმა ანტონიო როხანომ საფეხბურთო კარიერა ხიმნასია ლა პლატას რიგებში დაიწყო, შემდეგ არგენტინულ ვილა სან კარლოსა და სპორტივო იტალიანოში გამოდიოდა. ასევე ორი სეზონი ითამაშა ბოლივიური რეალ პოტოსის შემადგენლობაში. 2017/2018 სეზონი შოტლანდიურ პრემიერშიფში, ჰამილტონის ღირსებას იცავდა, ბოლოს კი ესპანურ ბურგოსში ასპარეზობდა. დინამოს ცნობით, ანტონიო როხანომ კლუბთან ერთწლიანი ხელშეკრულება გააფორმა.

თბილისური კლუბი კი უკვე თურქეთშაი და ზამთრის მოსამზადებელი შეკრება დაიწყო. გუნდი ქალაქ ლარაში დაბინავდა და საღამოს სატრენაჟორო დარბაზში ივარჯიშა. დინამოელები 28 იანვრიდან ტესტ-მატჩებშიც ჩაერთვებიან

დედაქალაქელები შეკრებაზე შემდეგი შემადგენლობით გაემგზავრნენ:

მეკარეები: სტეპან სიკაჩი, ხოსე პერალესი, გიორგი მამარდაშვილი
მცველები: გუჯა რუხაია, ნოდარ იაშვილი, დავით კობოური, თორნიკე ძოწენიძე, აბდელ მეჯუბი, ფირუზ გაბიტაშვილი
ნახევარმცველები: დმიტრო ივანისენია, ნიკა ნინუა, გიორგი ზარია, ბაქარ ქარდავა, ლევან შენგელია, აკაკი შულაია, გიორგი კუხიანიძე, გიორგი პაპავა
თავდამსხმელები: მიხეილ ერგემლიძე, ლევან კუტალია, ფრან კარბია, ანტონიო როხანო