თბილისის „დინამოს“ ახალწვეულები ჰყავს
თბილისის „დინამოს“ ახალწვეულები ჰყავს

თბილისის „დინამომ“ ევროპის ლიგის თამაშებამდე ორი ახალი ფეხბურთელი დაიმატა. ინფორმაციას კლუბის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

თბილისური გუნდის პირველი ახალწვეული მიხაილო შიშკაა. 24 წლის საყრდენი ნახევარმცველი დონეცკის „შახტარის“ აღზრდილია, ბოლოს კი „ობოლონში“ გამოდიოდა. შიშკა უკრაინის ასაკობრივ და ახალგაზრდულ ნაკრებ გუნდებში თამაშობდა.

„დინამოს“ ღირსებას ასევე 23 წლის ფლანგის თავდამსხმელი მათე კვირკვია დაიცავს. იგი ბოლოს ბათუმის „დინამოში“ გამოდიოდა, მანამდე კი ახალგაზრდა თავდამსხმელი „ვიტ ჯორჯიაში“, „ზესტაფონში“, გორის „დილაში“, ქუთაისის „ტორპედოსა“ და „რუსთავში“ ასპარეზობდა. მათე კვირკვია საქართველოს 19 და 21 წლამდე ნაკრები გუნდების წევრი იყო.

„დინამოს“ გვერდის ცნობით, ორივე ფეხბურთელმა თბილისურ გუნდთან კონტრაქტი 6 თვეს + 1 წლით გააფორმა.

„დინამო“ ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის პირველი მატჩში ანდორის „ენგორდანს“ უმასპინძლებს. შეხვედრა 11 ივლისს, 21:00 საათზე, „დინამო არენაზე“ გაიმართება. თამაშის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.